ტურისტერი საქართველოს ტურიზმის სამიტია, რომელიც ყოველწლიურად ტურიზმის სფეროში არსებული გლობალური ტენდენციების და ადგილობრივი კონტექსტის გააზრებას ისახავს მიზნად. სწრაფად ცვალებად გარემოში ეს გვეხმარება უკეთესად მოვემზადოთ მომავლისთვის, შევინარჩუნოთ ჩვენი კონკურენტუნარიანობა და ხელი შევუწყოთ ქართული ტურიზმის მდგრად განვითარებას. ტურისტერი ყოველწლიურად ამ მთავარ კითხვაზე ცდილობს პასუხის გაცემას: როგორია ტურიზმის ხვალინდელი დღე?
წლევანდელი ტურისტერი ფოკუსირებულია 3 ძირითად საკითხზე, ესენია:
ღონისძიების ორგანიზატორებია ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული კომპანია შინდი.
ტურიზმის სამიტი „ტურისტერი 2024“ თავს უყრის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის მაღალი რგოლის მენეჯერებს და ბიზნესის მფლობელებს, სადაც ერთობლივად განვიხილავთ ტექნოლოგიურ სიახლეებს და ტურიზმის მდგრადი განვითარების მოწინავე მიდგომებს
სამიტზე თქვენ გექნებათ საშუალება მოუსმინოთ ტურიზმის სფეროს წამყვან სპიკერებს, დაესწროთ პანელურ დისკუსიებს და ვორქშოფებს და მონაწილეობა მიიღოთ ტურიზმის ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბის საკითხებზე გამართულ განხილვებში.
ტურისტერი ასევე გთავაზობთ ნეთვორქინგის კარგ შესაძლებლობებს. ყავის შესვენებებზე, ბიზნეს გამოფენაზე და სპეციალურად ორგანიზებული ნეთვორქინგ საღამოზე თქვენ შეძლებთ კონტაქტები დაამყაროთ ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტებთან და მაღალი რგოლის მენეჯერებთან.
მაღალი რგოლის მენეჯერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები შემდეგი სფეროებიდან:
"მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობენ ბიზნესებს წარმოადგინონ საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი, შეხვდნენ ახალ ბიზნეს პარტნიორებს, გააზიარონ და მოისმინონ საერთაშორისო კომპანიების გამოცდილება და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, რაც ქართული ბიზნესის გაძლიერებას და მდგრად განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს." - საქართველოს ბანკი ბიზნესი
"სამიტი მოგცემთ საშუალებას, გაეცნოთ მსოფლიო ტურიზმში არსებულ ტრენდებს, საერთაშორისო ტურისტების მოთხოვნებს გლობალური და ადგილობრივი ბაზრის ჭრილში, აპარტოტელებისა და აპარტამენტების მონაცემზე დაყრდნობით ქალაქის პოზიციონირებას, ადგილობრივი ბაზრის შესაძლებლობებს და ბევრ სხვა საინტერესო საკითხს." - Enterpreneur Georgia